სინოპტიკოსები ხვალ ფოთში 6 ბალიან შტორმს ელოდებიან

© photo: Sputnik / Stringerშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხვალიდან ამინდის მკვეთრი გაუარესება მთელს საქართველოშია მოსალოდნელი

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. 22 ნოემბერს,  სინოპტიკოსები ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიან შტორმს ელოდებიან.  როგორც  ფოთის ჰიდროგრაფიულ სმსახურში აცხადებენ, უამინდობა 24 ნოემრამდე გაგრძელდება.

„ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 15 მეტრი წამში იქნება. საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება“, — განუცხადა Sputnik საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა, ტატიანა კარასევამ.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0