თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ხუთშაბათს, 23 ნოემბერს თბილისში უპირატესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.
ნალექი დედაქალაქში მოსალოდნელი არ არის.
ღამით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალურ — +8 გრადუსს მიაღწევს. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით იქროლებს, მაგრამ დროგამოშვებით შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
მზე 07:58 საათზე ამოვა და 17:34 საათზე ჩავა.