თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ხანძრის კერები რამდენიმე ჰექტარზე იყო გავრცელებული. ცეცხლი ეკალ-ბარდებს, ბალახებსა და ბუჩქებს ეკიდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს. ინფორმაცია ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს” საგანგებო სიტუაციათა მართვის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.
„აღნიშნულ და მიმდებარე ტერიტორიაზე ვაწარმოებთ გადასინჯვის სამუშაოებს, რომ ცეცხლის გაჩენის ან გავრცელების საფრთხე თავიდან იყოს აცილებული“, — განმარტეს სააგენტოში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
თინათინ ბუკია