სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე უახლესი ტექნოლოგიები წარადგინეს

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaსაერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech თბილისში
საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასზე მეტმა კომპანიამ წარადგინა გამოფენაზე თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომლებიც ქართველი ფერმერებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. Expo-Georgia-ს საგამოფენო ცენტრში სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის წარმოების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2017 გაიხსნა.

გამოფენა გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

© Ministry of Agriculture of Georgiaგამოფენა გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა
Выставку открыл заместитель министра сельского хозяйства Грузии Георгий Ханишвили - Sputnik საქართველო
გამოფენა გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა

„საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს მთავრობის იმ პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელმაც შეძლო 5 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ნახევარზე მეტი მოეზიდა სოფლის მეურნეობაში და ნამდვილად დგას ის დრო, როდესაც უფრო და უფრო მეტი თანამედროვე, ჯანსაღი, ეკოლოგიურად გამართული ტექნოლოგიები შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა ხანიშვილმა.

მისი თქმით, გამოფენაში წარმოდგენილია უამრავი მონაწილე, რომელთაც სურვილი აქვთ დაათვალიერონ, შეიძინონ, გაიცნონ ის ტექნოლოგიები, რომლითაც მსოფლიო ამაყობს. „ვფიქრობ, რომ ჩვენი ფერმერები ძალიან მალე დანერგავენ თავიანთ ფერმებსა და საწარმოებში ამ მიღწევებს, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი“, — განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

© Ministry of Agriculture of Georgiaთბილისში საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2017 გაიხსნა.
В Тбилиси открылась международная выставка Agro/Food/Drink/Tech - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2017 გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები.

© Ministry of Agriculture of Georgiaთბილისში საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2017 გაიხსნა.
В Тбилиси открылась международная выставка Agro/Food/Drink/Tech - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2017 გაიხსნა.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 16 ქვეყნის 100-მდე კომპანია იღებს. გამოფენის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ გამოფენას 2300 მცირე ფერმერი სტუმრობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფერმერებს საშუალება ეძლევათ პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ უცხოელ ფერმერებთან, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.


ყველა ახალი ამბავი
0