დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა სტრუქტურულ ცვლილებებს?

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა სტრუქტურულ ცვლილებებს

„არის ბევრი სამსჯელო საკითხი, რაც ინიცირების შემდეგ განიხილება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმდენად დადებით პროექტზე გვაქვს საუბარი, იმდენად კარგია და დროულია ოპტიმიზაცია, რომ საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“, — აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ყველა ახალი ამბავი
0