გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძლიერი ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მარტოხელა მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ბრიგადა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0