ბათუმში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
24 წლის გოგოს ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული

თბილისი,20 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 24 წლისაა და მისი ცხედარი დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს. პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს  ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0