თურქეთში ქართველი მოზარდი დაჭრეს

© AFP 2024 / OZAN KOSEპოლიცია თურქეთში. არქივის ფოტო
პოლიცია თურქეთში. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი და მისი დეიდა მისმა თანატოლმა დაჭრა, ამტკიცებს თურქული მედია

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ კონიაში 14 წლის ქართველი მოზარდი და მისი დეიდა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

თურქული მედიის მონაცემებით, თავდამსხმელი 13 წლის მოზარდია. მანამდე მოზარდების ოჯახები პოლიციაში იმყოფებოდნენ და ერთამანეთს სახლების დაწვაში ადანაშაულებდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციის განყოფილების გარეთ გაგრძელდა. სწორედ იქ ამოიღო მოზარდა იარაღი და თავის ქართველ თანატოლს მუცლისა და ფეხის არეში ესროლა. ქართველი მოზარდის დეიდა მხარში დაიჭრა.

ბრალდებულმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიმდინარეობს გამოძიება.


ყველა ახალი ამბავი
0