Earth Song - მაიკლ ჯეკსონის „აკრძალული“ კლიპი აშშ-ში

გამოწერა

მაიკლ ჯეკსონის Earth Song სინგლად 1995 წლის ნოემბერში გამოიცა და მაშინვე იქცა მსოფლიოს 15 ქვეყნის ჰიტ-აღლუმების #1 სიმღერად. 

დიდ ბრიტანეთში კი სულაც ჯეკსონის ყველაზე გრანდიოზულ სინგლად შერაცხეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

ეს არის ყველაზე წარმატებული სიმღერა ეკოლოგიის თემაზე, რომელიც კი ოდესმე ჩაწერილა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აშშ-ში, სინგლის მსოფლიო პოპულარობის მიუხედავად, ის არცერთ რადიოსადგურზე არ ტრიალებდა. უფრო მეტიც, საერთოდაც არ იყიდებოდა მუსიკალურ მაღაზიებში.

მართალია, სინგლი ოფიციალურად არავის აუკრძალავს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამის ზუსტი მიზეზები, პრაქტიკულად, არავინ იცის.

ყველა ახალი ამბავი
0