ჩხუბი საქართველო-სომხეთის საზღვარზე: დაჭრილია მესაზღვრე

© photo: Ministry of Finance of Georgia / FBსაქართველო-სომხეთის საზღვარი
საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანის დათვალიერების დროს მძღოლმა საბარგულის გაღებაზე უარი განაცხადა და მორიგე ოფიცერს ეკამათა

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. დანით შეიარაღებული სომხეთის ორი მოქალაქე თავს დაესხა მესაზღვრეს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტ ბაგრატაშენზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილის დათვალიერებისას მძღოლმა საბარგულის გაღებაზე უარი განაცხადა და მორიგე ოფიცერს ეკამათა. ჩხუბში მძღოლის მეგობარი ჩაერთო და მესაზღვრე დანით დაჭრა. 

ინციდენტის მონაწილეების ვინაობა დადგენილია. თავდამსხმელები თავუშის ოლქის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ — ერთ-ერთი დაკავებულია, მეორემ კი მიმალვა მოახერხა.

„სავარაუდოდ, თავდამსხმელები უბრალოდ პრინციპის გამო გაცხარდნენ — მანქანაში კონტრაბანდა არ აღმოჩნდა“, — აცხადებს „Sputnik-სომხეთი“.

მესაზღვრე საავადმყოფოდან უკვე გაეწერა — ჭრილობა საშიში არ აღმოჩნდა.


ყველა ახალი ამბავი
0