თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მომავალი კვირიდან ამინდი გაუარესდება — 22 ნოემბრიდან ჰაერის ტემერატურა დაიკლებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიანეთში — თოვლი.
„22 ნოემბრიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს ჰაერის ტემპერატურის +10-15 გრადუსამდე დაცემას. საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი. აგრეთვე გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი“, — ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს სააგენტოს მონაცემებით, 21 ნოემბერს უნაქლექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის ბოლოდან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რომელიც მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას გამოიწვევს.