მანქანის გამტაცებელი პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედი მანქანის გატაცებას ცდილობდა

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიადან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0