როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშინატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატოს სამიტზე ვარშავაში
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატოს სამიტზე ვარშავაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსში შესვლისთვის უნდა გატარდეს რეფორმები თავდაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველო შეიძლება გახდეს ნატოს წევრი ალიანსის 29-ვე წევრი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში, განახცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.

საქართველოს ხელისუფლებას ნატოში გაერთიანების მისწრაფების შესახებ არაერთხელ განუცხადებია. ეს საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაშიც არის გაწერილი, რომელიც ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. ამასთან, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ნდობის რეიტინგში ნატო მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.

„NATO საქართველოსა და უკრაინას ამ რეფორმების განმტკიცებაში ეხმარება. საბოლოოდ კი, მათი ალიანსში მოპატიჟების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებასა და პროცესში ვერავინ ჩაერევა. ქვეყნის მომავლის განსაზღვრა ამ სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრობისთვის საჭიროა სტანდარტების დაკმაყოფილება, მათ შორის უნდა გატარდეს რეფორმები თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით.

ამასთან ნატოში საქართველოს გაწევრიანება რუსეთის ფედერაციის შეშფოთებას იწვევს, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს.

„ჩვენი მხრიდან კვლავ ხაზგასმულია, რომ ნატოსთან თბილისის კავშირების გაფართოება, ასევე სერთაშორისო მოედნებზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან არამეგობრული რიტორიკა კონტრასტში მოდის სავაჭრო, სატრასნპორტო და ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცების ტენდენციასთან, რასაც ამ ურთიერთმომგებიანი პროცესის ჩაშლა შეუძლია“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.

2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.


ყველა ახალი ამბავი
0