ქართული „შვიდკაცა“ NBA-ში ამერიკის ჰიმნსა და ქართულ სიმღერებს შეასრულებს

© AP Photo / Ronald Cortesზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ფაჩულიას თქმით, Warriors-ის და კალათბურთის უამრავი გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართული ანსამბლი „შვიდკაცა“ Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღეარას  შეასრულებს, წერს ზაზა ფაჩულია საკუთარ Facebook-გვერდზე.

20 დეკემბერს „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ NBA-ს 2017-2018 წლის სეზონის მატჩს გამართავს მემფისის „გრიზლის“ წინააღმდეგ.

გასულ სეზონზე ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი გახდა. ფინალში „უორიორზმა" „კლივლენდ კავალიერსს" საერთო ანგარიშით 4:1 მოუგეს.

„20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო Bubble Head დარიგდება, ქართული ანსამბლი „შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას“, — წერს ზაზა ფაჩულია.

ამ წლის ზაფხულზე ქართველმა ცენტრმა „უორიორზთან" კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გააგრძელა. ახალი ხელშეკრულობის მიხედვით ის 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც გასულ კონტრაქტთან შედარებით 20%-ით მეტია.

მიმდინარე წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო, ფაჩულიამ განაცხადა ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ, რომლის შემადგენლობაში მან ოთხ ევრობასკეტში მიიღო მონაწილეობა (2011, 2013, 2015, 2017).

 

ყველა ახალი ამბავი
0