„მეფის“ ხსოვნას ეძღვნება: ირაკლი ჩარკვიანის ჰიტების საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული

© photo by press-service of Tbilisi City Halllირაკლი ჩარკვიანის ძეგლი
ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას ეძახდნენ მეფეს - ავანგარდიზმის, ექსტრაორდინალურობის, გამბედაობის, ნიჭის, გულშიჩამწვდომი მუსიკისა და პოეზიისთვის; დღეს, 19 ნოემბერს, ცნობილ ქართველ პოეტს, მუსიკოსსა და შემსრულებელ ირაკლი ჩარკვიანს 56 წელი შეუსრულდებოდა

ამ დღეს „Sputnik-საქართველომ“ ირაკლი ჩარკვიანის ჰიტების საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული შეარჩია.

1. „სულს მოგცემ" 

კომპოზიციას „სულს მოგცემ" ნაზად და ლამაზად ასრულებს ახალგაზრდა მომღერალი Sophie Villy.

2. „მენატრება" 

„მენატრება“ — ირაკლი ჩარკვიანის რეპერტუარიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტია. მღერის თორნიკე ყიფიანი, X-Factor-ის პირველი სეზონის გამარჯვებული.

3. „მოდი აქ" 

სიმღერის „მოდი აქ“ მგრძნებარე-ხულიგნური, მაგრამ უდავოდ აღსანიშნავი შესრულება. მღერის როკ-ჯგუფი Mins.

4. „ისტორიას დარჩება" 

სიმღერას „ისტორიას დარჩება" ასრულებს ჯგუფი „ვაკის პარკი“.

5. „შავი ზღვა" 

სიმღერას „შავი ზღვა“ ასრულებს ცნობილი ქართველი როკ-მუსიკოსი რობი კუხიანიძე& Outsider.

6. „მოდი წავიდეთ"

ირაკლის კომპოზიციას „მოდი წავიდეთ“ ასრულებს მისი მეუღლე ქეთათო.

7. „საქართველო" 

ჰიტ „საქართველოს“ მღერიან რეპერი ჯერონიმო და ქეთათო

8. Wooden Monkey

ინგლისურენოვან სიმღერას Wooden Monkey „ევროვიზია-2016“-ზე საქართველოს წარმომადგენელი ინდი-ჯგუფი Young Georgian Lolitaz-ი მღერის.

9. „წყალს" 

სიმღერა „წყალს“ ჯგუფ Dark Way-ს არაჩვეულებრივი ლირიული შესრულებით.

10. „დამდევ" 

ჩარკვიანის კომპოზიციის „დამდევ“ ძალიან ემოციური და ძლიერი ქავერი პოპულარული ქართული როკ-ჯგუფ LOUDspeakers-ის შესრულებით.

ყველა ახალი ამბავი
0