თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა მაროკოში ჭყლეტვაში, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას შეიქმნა, იუწყება BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიგებდა ამ ჰუმანიტარულ დახმარებას.
ინციდენტი ეს-სუვეირას პროვინციაში ქალაქ სიდი ბუალემში მოხდა. მედიკოსების მონაცემებით, მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია დასაზუსტებელია. მათი მონაცემებით, დაღუპულთა შორის ძირითადად ქალები და ხანდაზმულებია.