თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. გიორგობის დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 670-მდე ბავშვს მონათლავს, იუწება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
მოსანათლი ბავშვებიდან 300-მდე ბავშვი არის მაღალმთიანი აჭარის — ხულოს, ქედასა და შუახევის მკვიდრი.
პატარებს ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
საქართველოს პატრიარქის ამ ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაა.
საქართველოში პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს.