თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მანქანის მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.
ავტოავარია დღეს დილით მოხდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.