საქართველოს რაგბის ნაკრები ტესტ-მატჩში უელსთან დამარცხდა

© FB / Georgian Rugbyტესტ-მატჩი რაგბიში საქართველოსა და უელსს შორის
ტესტ-მატჩი რაგბიში საქართველოსა და უელსს შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს და უელსის რაგბის ნაკრებების ბრძოლა თანაბარ პირობებში მიდმინარეობდა, მაგრამ ქართული გუნდი მაინც დამარცხდა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა კარდიფში უელსის გუნდს ანგარიშით 6:13 ტესტ-მატჩში დაუთმო.

უელსის გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა — რის პრისტლანდმა საჯარომო დარტყმა განახორციელა.

პირველი ტაიმის შუა ნაწილში ბრიტანელებმა კლასიკური შეტევა განახორციელეს, რომლის შედეგი ჰალან ამოსის შესრულებული ლელო გახდა. გარდასახვა ისევ პრისტლანდმა განახორციელა.

ქართველებმა ჩამორჩენა მხოლოდ 27-ე წუთზე შეამცირეს — სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

© FB / The Welsh Rugby Unionტესტ-მატჩი რაგბიში საქართველოსა და უელსს შორის
Тест-матч между сборными Грузии и Уэльса по регби - Sputnik საქართველო
ტესტ-მატჩი რაგბიში საქართველოსა და უელსს შორის

როდესაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, ანგარიში 10:3 უელსის სასარგებლოდ იყო.

შეხვედრის მეორე ნახევარში „პრინციპიალიტის“ სტადიონზე ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. ორივე ნაკრები მთელი ძალით იბრძოდა და თითოეულმა თითო საჯარიმო დარტყმა განახორციელა. პრისტლანდმა და მათიაშვილმა თავი არაერთხელ გამოიჩინეს.

საქართველოს ნაკრები უელსს პირველად ხვდებოდა და ბრიტანული გუნდის ქომაგების თქმით, ამ მატჩში საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა.

აღსანიშნავია, როჯმ უელსი და საქართველო ერთ ჯგუფში მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში 2019 წელს გაიმართება.

ამ სეზონის დასკვნით ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე აშშ-ის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0