გარდაიცვალა ჯგუფ AC/DC-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი

© FB / AC/DCროკ-ჯგუფ AC/DC დამფუძნებელი მალკოლმ იანგი
როკ-ჯგუფ AC/DC დამფუძნებელი მალკოლმ იანგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როკ-მუსიკოსი მალკოლმ იანგი 64 წლის ასაკში გარდაიცვვალა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. როკ-მუსიკოსი, ცნობილი როგორც ავსტრალიური ჯგუფ AC/DC-ის დამფუძნებელი მალკოლმ იანგი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია ჯგუფის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დღეს ჯგუფი AC/DC დიდი მწუხარებით იუწყება მალკოლმ იანგის გარდაცვალების შესახებ. მალკოლმი ანგუსთან ერთად AC/DC-ის დამაარსებელი და შემქმნელი იყო. ის ჯგუფის მამოძრავებელი ძალა იყო. ის იყო გიტარისტი, სიმღერების ავტორი, ასევე ის იყო პერფექციონისტი და უნიკალური ადამიანი“, — ნათქვამია განცხადებაში.

მალკოლმის უფროსი ძმა ჯორჯი, რომელიც ჯგუფ AC/DC-იში მისი პარტნიორიც იყო, ერთი თვის წინ გარდაიცვალა.

მალკოლმ იანგმა და მისმა უმცროსმა ძმა ანგუსმა AC/DC-ი 1973 წელს დააარსეს. 2014 წლიდან მალკოლმმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოსვლები შეწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0