თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ობიექტებზე Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენები ავიადარტყმებს ახორციელებენ.
მანამდე სამინისტროში განაცხადეს, რომ ექვსმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა Ту-22М3 სირიის ქალაქ ალ-ბუკემალის რაიონში ტერორისტების ობიექტებზე დარტყმა განახორციელა, იუწყება РИА Новости.
დაბომბვის მიზანი იყო ბოევიკების, ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის საყრდენი პუნქტები.
რუსეთიდან გამოფრენილმა Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენებმა ირანისა და ერაყის ტერიტორიები გადაკვეთეს. სირიაში „ჰმეიმიმის“ აეროდრომიდან მათ Су-30СМ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები იცავდნენ.