თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა 2016 წლის არჩევნებზე თავის მეტოქე ჰილარი კლინტონს დღეს „ლუზერი“ უწოდა და მოუწოდა მას კენჭი კვლავ იყაროს, იუწყება РИА Новости.
„მატყუარა ჰილარი კლინტონი ყველა დროის უდიდესი „ლუზერია“. ის უბრალოდ ვერ ჩერდება, ეს კი რესპუბლიკური პარტიისთვის კარგია. ჰილარი, იცხოვრე შენი ცხოვრებით და კიდევ ერთხელ სცადე სამ წელიწადში!“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჰილარი კლინტონი 2016 წლის არჩევნების ფავორიტი იყო, მაგრამ მოულოდნელად ტრამპთან დამარცხდა.
მანამდე გამოცემა Mother Jones-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ კლინტონთან, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ბოლო საპარეზიდენტო არჩევნების „ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გააჩნია“.