ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი
ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა ჯვრისწერის ცერემონიის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი და იუმორისტმა მაქსიმ გალკინმა და  მომღერალმა, რუსული ესტრადის პრიმადონამ ალა პუგაჩოვამ ჯვარი დაიწერეს.

„ჩვენ ბედნიერი მოვლენა გვქონდა! ჩვენ ჯვარი დავიწერეთ!“, — ასეთი წარწერა დაურთო გალკინმა ვიდეოს, რომელიც Instagram-ზე ატვირთა.

ცერემონიას ჯვარდაწერილების შვილები — გარი და ელიზავეტა ესწრებოდნენ. ტყუპები 2013 წლის 18 სექტემბერს გაჩნდნენ. მედიის ინფორმაციით, ბავშვები სუროგატმა დედამ გააჩინა. ამგვარად, 64 წლის პუგაჩოვა კვლავ დედა გახდა.

​

პუგაჩოვამ და გალკინმა ქორწინება ოფიციალურად 2011 წლის დეკემბერში დაარეგისტრირეს, თუმცა მათ შორის ურთიერტობა ათი წლით ადრე დაიწყო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0