Tesla მსოფლიოს „მომავლის სატვირთოს" სთავაზობს

გამოწერა
გამომგონებლის სიტყვებით, ავტომობილი მორიგი ნაბიჯია სამყაროს ბენზინის გამოყენებისგან გასათავისუფლებლად.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიშო ცნობილმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა ილონ მასკმა კალიფორნიაში უპილოტო სატვირთო Tesla Semi წარადგინა, პრეზენტაციის ონლაინ–ტრანსლაცია Tesla–ს ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა. 

Tesla-ს ელექტროსატვირთო ერთი დამუხტვით დაახლოებით 800 კილომეტრს გაივლის. მომდევნო 650 კილომეტრის გასავლელად მას მხოლოდ 30-წუთიანი დამუხტვა ეყოფა. ელექტროსატვირთო მაქსიმალური დატვირთვის პირობებში (36 ტონა) 100 კმ/სთ სიჩქარეს 20 წამში განავითარებს.  Tesla Semi unveil, 8pm PT tomorrow — watch live at https://t.co/8uVlhvzpu5 pic.twitter.com/hCIm5iCW6J

„Tesla–ს სატვირთო მოგაგონებთ ტყვიას, მაშინ როცა ჩვეულებრივი სატვირთოები ბეღლის კედელს ჰგავს“, – ილონ მასკმა ასე შეაფასა კომპანიის სიახლე.

ელექტროსატვირთოს ნახევრადავტომატური სისტემა აქვს, რომელსაც მძღოლის გარეშე  გადაადგილების შესაძლებლობა აქვს. სალონი აღჭურვილია სენსორული მონიტორებით, რომლებზეც ნაჩვენებია ყველა აუცილებელი მონაცემები. ინოვაციური სატვირთოების სერიული წარმოება და გაყიდვა 2019 წლიდან იგეგმება. https://t.co/oyC84N3vRy pic.twitter.com/4GjA0SRr8n

Tesla – ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიან პირველი ავტომობილი 2006 წელს გამოუშვა. ამ დროისთვის მსოფლიოში არსებობს ელექტრომობილების ოთხი მოდელი, მთლიანობაში 200 ათასზე მეტი ელექტრომობილია გაყიდული.

 

ყველა ახალი ამბავი
0