თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისათვის ყაზახეთიდან გამოაძევეს, იუწყება „Sputnik ყაზახეთი“ ყაზახეთის შსს–ს ოფიციალურ წარმომადგენელზე, ალმას სადუბაევზე დაყრდნობით.
მისი სიტყვებით, კრიმინალურ ავტორიტეტს ეკრძალება რესპუბლიკაში შესვლა.
„ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, „კანონიერი ქურდი“ დავით ნუგზარის ძე გერლიანი, მეტსახელად „დათო სვანი“ ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ ქურდული იდეოლოგიის გავრცელების მიზნით, სხვა საპასპორტო მონაცემებით შემოვიდა“, – განაცხადა სადუბაევმა.
ქვეყნის შსს ზომებს იღებს, რათა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ყაზახეთის ტერიტორიაზე ვერ შემოაღწიონ, აღნიშნეს უწყებაში.