მეცნიერებმა დაადგინეს: ელექტრონული სიგარეტი სახის დეფორმაციას იწვევს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი ელექტრონულ სიგარეტს ეწევა
მამაკაცი ელექტრონულ სიგარეტს ეწევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერიმენტების შემდეგ სახის დეფექტები ბაყაყების ემბრიონების 75%-ს აღენიშნებოდა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ორსულობისას ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას ემბრიონის პირის ღრუსა და სახის დეფექტების გამოწვევა შეუძლია, აღნიშნულია პორტალ Medical Xpress-ზე გამოქვეყნებულ კვლევაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გამოფენა Global vape 2017-ის მონაწილე - Sputnik საქართველო
ვირისა და ღობის პრინციპი ელექტროსიგარეტსა და თამბაქოს შორის არჩევანში

კვლევის დროს გამოიყენებს ბაყაყების ემბრიონები, რომლებიც განვითარების მხრივ ადამიანის ემბრიონს ჰგავს, და ძუძუმწოვრების ნერვული დაბოლოებების უჯრედების ნიმუშები, რომლებიც თავის ქალისა და სახის განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებს.

ცდების შემდეგ ემბრიონების 75%-ს აღენიშნებოდა სახის დეფექტები, განსაკუთრებით პირის ღრუსთან მიმართებით. ზოგიერთს აღენიშნებოდა სახის არსებითი შემცირება.

კვლევის ავტორები ექსპერიმენტების გაგრძელებას აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მიზანია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ ვეიპინგის (ელექტრონული სიგარეტის მოხმარების) საფრთხეზე.

უფრო ადრე შვედმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ელექტრონული სიგარეტების ხანგრძლივი მოხმარება ზრდის გულისა და სისხლძარღვების პრობლემების გაზრდის ალბათობას.

ყველა ახალი ამბავი
0