ლილუაშვილი: როგორც დერმატოლოგი ტატუს ვერ გავუწევ რეკომენდაციას
„როგორც დერმატოლოგი, ტატუს ვერ გავუწევ რეკომენდაციას. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაძლოა, საღებავმა ნივთიერებამ, ტატუს გაკეთებამ კანზე გამოიწვიოს რიგი გართულებები, მაგალითად, ალერგიული რეაქციები, კანის დაზიანება, გადამდები ინფექციები და ა.შ.“ – ამბობს სოფო ლილუაშვილი.
სპეციალისტის განცხადებით, თუ მაინც გადაწყვეტს ადამიანი, რომ გაიკეთოს ტატუ, თავდაპირველად უნდა სცადოს პატარა მონაკვეთზე, გაიგოს, არის თუ არა ალერგიული რეაქცია კანზე. ძალიან ხშირია კონტაქტური დერმატიზები, ტოქსიგენიები და ა.შ. აუცილებლად უნდა მოითხოვოს დეზინფექციის პირობების დაცვა. ის იარაღები, რითიც კეთდება ტატუ, აუცილებლად უნდა იყოს დეზინფიცირებული შესაბამისი წესების დაცვით, რათა არ იყოს რაიმე გადამდები დაავადების გადატანის რისკი.