თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ვერის ბაღში დილით შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შს სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გარეგნული დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულის დაზიანებები ან ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 115-ე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.