სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიუღია

© Courtesy of Ucha Nanuashviliსახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარისგან განმარტებებს ელის, თუ რომელ განცხადებას მიიჩნევს ირაკლი კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიუღია

„სახალხო დამცველი არ ფიქრობს, რომ რომელიმე მისი გადაწყვეტილება, მისი საქმიანობა პოლიტიკური იყო. პირიქით, სწორედ ადმიანის უფლებებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა და ცდილობდა, მაქსიმალურად ობიექტური და ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი ყოფილიყო, რაც, ვფიქრობ, შევძელი“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Palitranews-ის ეთერში განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. ის ადამიანის უფლებათა დაცვას უნდა ხელმძღვანელობდეს. „ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მოქმედი სახალხო დამცველი ცდილობს გამოვიდეს როგორც პოლიტიკური ფიგურა, რაც მის კონსტიტუციურ როლს არ შეესაბამება. რაც შეეხება სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმებს, ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0