თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღიძრა.