თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, სადგურის მოედანზე სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
როგორც თვითმხილველებმა პირველ არხს განუცხადეს, მამაკაცი შეიარაღებული იყო და დაკავებამდე მან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
„თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi 2) მონაცემებით, დაჭრილია ერთი მამაკაცი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამოღებულია იარაღი.