სომხეთის მოქალაქეები საქართველოში შეღავათებს სასამართლოს გზით მოითხოვენ

© Courtesy of Arkadiy Babych / Merab Mamardashvili Foundationხედი ხვამლის მთიდან
ხედი ხვამლის მთიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მათ საქართველოში ისეთივე შეღავაღები ეკუთვნით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო სომხეთის სამი მოქალაქის სარჩელის განხილვა, რომლებიც აპროტესტებენ შეღავათებს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მხოლოდ იმ მცხოვრებთათვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც მთაში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურება. კანონის თანახმად, მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი გააჩნიათ მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ რეგიონში მუდმივად ცხოვრობენ.

„მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით და, შესაბამისად, ზემოხსენებული შეღავათებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება“, — ნათქვამია განცხადებაში.

შიდან ქართლი - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში მოძრავი საგადასახადო სერვის-ცენტრი გაჩნდა

მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.  

საქმეს იხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

სომხეთის მოქალაქეების ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციის“ ადვოკატი გიორგი გოცირიძე იცავს.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველი ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფოსგან წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის დახმარებას იღებენ. მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში დახმარების მოცულობა ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფიზიკური პირები გათავისუფლებული არიან საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან, მეწარმეები კი — ქონებისა და მოგების გადასახადისგან. გარდა ამისა, სახელმწიფო მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის 50%-ს უნაზღაურებს.

მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში მასწავლებლების საბაზისო ხელფასი 35%-ით გაიზარდა, ხოლო სპეციალურ პროგრამებში მონაწილე პედაგოგების — 50%-ით. ექთნების დანამატი ერთი პენსიის ოდენობით (180 ლარი) არის გათვლილი, ხოლო ექიმების — ორმაგი პენსიის ოდენობით. პენსიის ყოველთვიური დანამატი და სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0