ცნობილი ადამიანები, რომლებიც თამბაქოს მოხმარებამ იმსხვერპლა

გამოწერა
კაცობრიობა თამბაქოს ქრისტეფორე კოლუმბის წყალობით უკვე რამდენიმე საუკუნეა მოიხმარს, მაგრამ ბრძოლა ამ „ტკბილ" ნარკოტიკთან საერთაშორისო დონეზე მხოლოდ გასულ საუკუნეში დაიწყო, ხოლო საქართველოში – კიდევ უფრო გვიან.

დღეს ქართველმა ონკოლოგებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს და ხელისუფლებას თამბაქოს მოხმარებასთან მიმართებით კანონმდებლობის დაუყოვნებლივი გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ექიმები დარწმუნებული არიან, რომ კანონმდებლობის გამკაცრება მწეველთა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომელთა თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

მოწევისთვის თავის დანებება რთულია, ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაა საჭირო. ამ ადამიანებმა, რომლებიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გარდაიცვალნენ, ნიკოტინის მოხმარებაზე, რომელიც მათ ორგანიზმზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენდა, უარი არ თქვეს და ამით სიცოცხლე მოისწრაფეს.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი ყელის კიბოსგან 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადაღებებზე ის ანატოლი სოლონიცინთან (მსახიობი) დამეგობრდა. ორივე აქტიური მწეველი იყო, დღეში ორი კოლოფი სიგარეტის მოწევა შეეძლოთ. სოლონიცინი ასევე ფილტვის კიბოსგან გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.

© © Sputnik/ Соловьевანდრეი ტარკოვსკი
ანდრეი ტარკოვსკი - Sputnik საქართველო
ანდრეი ტარკოვსკი

არჩილ გომიაშვილი — ცნობილი ქართველი მსახიობი ფილტვის კიბოსგან 2005 წელს, 80 წლის ასაკში, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

© © Sputnik/ Чигляковარჩილ გომიაშვილი
არჩილ გომიაშვილი - Sputnik საქართველო
არჩილ გომიაშვილი

პარადოქსია, მაგრამ კომპანია Marlboro-ს პირველი მფლობელი ფილიპ მორისიც ასევე ფილტვის კიბოსგან გარდაიცვალა. მან 1924 წელს გამოუშვა სიგარეტი ქალებისთვის Marlboro, 1955 წელს კი გადაწყვიტა, რომ ეს სიგარეტი მამაკაცებისთვის გამოეშვა.

ფილიპ მორისი
ფილიპ მორისი - Sputnik საქართველო
ფილიპ მორისი

სიგარეტი რომ მამაკაცური ყოფილიყო, საჭირო იყო არა მარტო მეტი „სიმაგრე", არამედ „ბრენდული სახეც". მსახიობები უეინ მაკლარენი, დევიდ მილარი-უმცროსი და დევიდ მაკტინი Marlboro-ს სარეკლამო რგოლში კოვბოის როლში გადაიღეს. სამივე მსახიობი, ისევე, როგორც თავად ფილიპ მორისი, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

ძალიან დიდხანს და წამებით კვდებოდა დიდი ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი. მას პირის ღრუს კიბო ჰქონდა. იავადმყოფა 16 წელი და 83 წლის ასაკში მორფის ინექციით გარდაიცვალა.

ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი - Sputnik საქართველო
ზიგმუნდ ფროიდი

მოწევამ იმსხვერპლა 1952 წელს ინგლისის 57 წლის მეფე გეორგ VI, ამჟამინდელი დედოფლის ელიზაბეტ მეორის მამა. უკვე 50 წლისას მას დარღვეული ჰქონდა სისხლის მიმოქცევა — დაუდგინდა ბიურგერის ავადმყოფობა, თან იმ სტადიაში, როდესაც ავადმყოფი ფეხის გადასარჩენად ქირურგიული ჩარევაა საჭირო. შემდეგ განუვითარდა ფილტვის კიბო და ამოკვეთეს ერთი ფილტვი, კიბოს ემფიზემა დაერთო და ბოლოს კორონარულ სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნით გარდაიცვალა.

ინგლისის მეფე გეორგ VI
ინგლისის მეფე გეორგ VI - Sputnik საქართველო
ინგლისის მეფე გეორგ VI

ჯორჯ ჰარისონი — „ბითლზის“ წევრი — მსოფლიოში სიმსივნის წამლის საძებნელად მოგზაურობდა. ყელის კიბომ ის 58 წლის ასაკში მოკლა.

ჯორჯ ჰარისონი
ჯორჯ ჰარისონი - Sputnik საქართველო
ჯორჯ ჰარისონი

უოლტ დისნეი — ამერიკელი მულტიპლიკატორი და მწეველი ფილტვის კიბოთი 1966 წელს გარდაიცვალა. მთელი თაობების უსაყვარლესი მულტიპლიკაციური გმირების ავტორი მაშინ 65 წლის იყო.

უოლტ დისნეი
უოლტ დისნეი - Sputnik საქართველო
უოლტ დისნეი

ფილტვის კიბოთი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა სერგო ფარაჯანოვიც — მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი, კინორეჟისორი, მრავალი პრემიის მფლობელი.

© © Sputnik/ Мангасарянსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი

დიმიტრი შოსტაკოვიჩი — უდიდესი რუსი კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებამ მთლიანად მუსიკალურ კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, თამბაქომ 68 წლის ასაკში შეიწირა.

© © Sputnik/ Михаил Озерскийდიმიტრი შოსტაკოვიჩი
დიმიტრი შოსტაკოვიჩი - Sputnik საქართველო
დიმიტრი შოსტაკოვიჩი

საბჭოთა კავშირში ცნობილი საოპერო და საესტრადო მომღერალი მუსლიმ მაგომაევი ასევე თამბაქოს მოხმარებამ იმსხვერპლა.

© © Sputnik/ РИА Новостиმუსლიმ მაგომაევი
მუსლიმ მაგომაევი - Sputnik საქართველო
მუსლიმ მაგომაევი

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. უამრავი, ცნობილი თუ უცნობი ადამიანი იღუპება ამ მავნე ჩვევის შედეგად. დააფასეთ სიცოცხლე და დაანებეთ მოწევას თავი!

 

ყველა ახალი ამბავი
0