თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს და მეკოკიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშილის, მარიჯანის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის, უნივერსიტეტის, ქავთარაძის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და სულხან ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიის, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს. არარატის, არმაზის, სპარტაკის, კალატოზის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის აღმართის, ღვინის აღმართის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის, ისნის, ფერისცვალების და ურბნისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყირიმის და 9 ძმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავახიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, შუშინის და ფირდოუსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.