საქართველო და ავღანეთი: მშვიდობიანი მისია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

© FB / MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძე ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე
მიხეილ ჯანელიძე ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მშვიდობა და უსაფრთხოება ავღანეთში წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საწინდარია, ამის შესახებ ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე.

საქართველოს ვიცე-პრემიერი აშხაბადში ვიზიტით იმყოფება, სადაც მან აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ 65 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„რეგიონალური თანამშრომლობა არსებითია ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის, რომელიც ასე ჭირდება, როგორც ავღანეთს, ასევე მთელს რეგიონს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის კი საჭიროა მშვიდობა და უსაფრთხოება.  საქართველო მხარს უჭერს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას, და სტაბილურობას  და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, — განაცხადა მინისტრმა ფორუმის გახსნის ცერემიანიაზე.

განმუხური - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტი - საქართველოს მომავალი

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ავღანეთსა და ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, განსაკუთრებით გამოყო ტრანსპორტის სფერო, რომელიც, მისი შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.

ჯანელიძის თქმით, საქართველო ახალ სატრანზიტო მარშრუტებში მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ყველა ძირითად სტრატეგიულ პროექტსა და ინიციატივაში. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს მონაწილეობას ახალ სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის  „ლაპის ლაზული“, რომელიც ინიცირებულია ავღანეთის მთავრობის მიერ და სარგებლობს თურქმენეთის დიდი მხარდაჭერით. ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილე ქვეყნების შემდგომ თანამშრომლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონის განვითარების მომავალი დიდ წილად არის დამოკიდებული ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორც „ლაპის ლაზულია“, — განაცხადა მინისტრმა.

ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელმაც უკვე მოუტანა ქვეყანას აღიარება და საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი პოზიციები. მისი თქმით, საქართველო ვითარდება, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი და ამ პროცესში განსაკურებული როლი აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ახალ შესაძლებლობების გაუხსნის ორი კონტინენტის კავშირებს.

საკუთარ გამოსვლაში ჯანელიძემ ისაუბრა 28-29 ნოემბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც თბილისსი გაიმართება და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე ახალი იდების, პროექტებისა და შესაძლებლობების კარგი პლატფორმა გახდება.

რაც შეეხება საქართველო-ავღანეთის ურთიერთობებს, ჯანელიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

ყველა ახალი ამბავი
0