სამხრეთ კორეაში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZმიწისძვრის მაგნიტუდა
მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი და დაზიანდა 17 შენობა

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კიონსან-პუქტოს პროვინციაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიური სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ერაყისა და ირანის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგები - Sputnik საქართველო
ქალაქები ნანგრევებში: მიწისძვრის შედეგები ერაყსა და ირანში

მიწისძვრას წინ უძღოდა 2,2 და 2,6 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები. მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე აფტერშოკური ბიძგი, რომელთა მაგნიტუდა 3,6-ს არ აჭარბებდა.

ბიძგები იგრძნობოდა სამხრეთ კორეის დედაქალაქშიც მიუხედავად იმისა, რომ ის მიწისძვრის ეპიცენტრიდან ასეულობით კილომეტრით არის დაშორებული. სახანძრო სამსახური იუწყება, რომ დაშავდა ოთხი ადამიანი და დაზიანდა 17 შენობა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0