16 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„სამართლიანი ლიგა“ (Justice League) — რეჟისორ ზაკ სნაიდერის ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ფილმი. სუპერმენის გმირობამ ბრიუს უეინს ძალები შემატა და კაცობრიობის რწმენა დაუბრუნა. ახალ მოკავშირე დიანა პრინსთან ერთად უეინი ზებუნებრივი ნიჭის მქონე ადამიანების რაზმს აყალიბებს. მათ შეუერთდებიან აკვამენი, კიბორგი და ფლეში. გმირებს მრისხანე და გავლენიან მტერთან შერკინება მოუწევთ, მაგრამ ასეთი უშიშარი გუნდის ძალაც კი შეიძლება ვერ მოერიოს მომავალ შემოსევას, რომლის მასშტაბები უპრეცედენტოა. მთავარ როლებში: ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ჯეისონ მომოა, რობინ რაითი, კონი ნილსენი, ემი ადამსი, ეზრა მილერი, ემბერ ჰიორდი.
საინტერესო ფაქტები: როდესაც მსახიობ გალ გადოტს ჰკითხეს, როგორ აპირებს ის საკუთარი მკერდის ზომა საოცრება-ქალის მკერდის ზომას გაუტოლოს, მსახიობმა უპასუხა: „სოცრება-ქალი ამორძალია, ისინი კი მხოლოდ ერთ ძუძუს იტოვებდნენ. ასე რომ, მაქსიმალური სიზუსტის დაცვა პრობლემური იქნებოდა“.
„საოცრება“ (Wonder) — რეჟისორ სტივენ ბოსკის ამერიკული ოჯახური დრამა, რომელიც ერ ჯეი პალასიოს რომანს ეფუძნება. მთავარი როლები ფილმში შეასრულეს ჯულია რობერტსმა, ჯეიკობ ტრამბლემ და ოუენ უილსონმა. ოგი პულმანი მეხუთე კლასში მიდის. ბიჭისთვის ეს ამაღელვებელი მომენტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიდ ხანს სახლში სწავლობდა, ასევე მისი გარეგნობის გამო. ოგიმ 27 ოპერაცია გადაიტანა, რომელთა წყალობით მან აპარატის გარეშე სუნთქვა, მხედველობა და სმენა შეძლო, მაგრამ ოპერაციებმა ის ვერ გახადა ისეთივე, როგორებიც სხვა დანარჩენი ბავშვები არიან. ბიჭის მშობლები, იზაბელი და ნეიტი, ძალიან ღელავენ იმის გამო, როგორ მიიღებენ მას თანატოლები და იმედი აქვთ, რომ ოგი მეგობრების პოვნას შეძლებს.
საინტერესო ფაქტები: ოგის დაავადება — ტრიჩერ კოლინზის სინდრომია. ჯეიკობ ტრემბლე, რომელიც ოგის მამის როლს ასრულებს, ქალა-სახის განვითარების დარღვევების მქონე ბავშვთა ცენტრს თავის მშობლებთან ერთად ესტუმრა, სადაც ტრიჩერ კოლინზის სინდრომის მქონე ბავშვები გაიცნო.
„პატარა ვამპირი“ (The Little Vampire 3D) — ჰოლანდიის, გერმანიის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმოების მულტფილმი-ფენტეზი. ეს არის ისტორია პატარა ვამპირ რუდოლფზე, 13 წლის ბიჭზე, რომლის ოჯახს ვამპირებზე მონადირე დასდევს. ერთხელ რუდოლფი ჩვეულებრივ ბიჭს სახელად ტონი გაიცნობს. ტონი გიჯდება ძველებურ სასახლეებსა და ისტორიებზე ვამპირების შესახებ, ამიტომ რუდოლფს დახმარებას დაუფიქრებლად შესთავაზებს. ამიერიდან, მეგობრებს მხიარული და არაჩვეულებრივი თავგადასავლები და ვამპირებზე მონადირესთან დაპირისპირება ელით.
„სუბურბიკონი“ (Suburbicon) — რეჟისორ ჯორჯ კლუნის ამერიკული კომედიური დეტექტივი. სუბურბიკონი — საყვარელი პატარა ქალაქია იაფი ბინებით, მოვლილი გაზონებით და სასიამოვნო ხალხით — ბავშვების აღსაზრდელად იდეალური ადგილია. ლოჯების ოჯახი 1959 წელს ასე ფიქრობდა. მაგრამ გარეგნობამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ — სიმშვიდის ნიღბის ქვეშ ქალაქი შემზარავ რეალობას მალავს. ოჯახის უფროსს, გარდნერ ლოჯს ღალატის, ძალადობისა და ტყუილის ბნელ სამყაროში მოხვედრა მოუწევს. მთავარ როლებში: მეთ დეიმონი, ჯულიანა მური, ოსკარ აიზეკი, ჯეკ კონლი, ნოა ჯუპი.
საინტერესო ფაქტები: პრემიერამდე ჯორჯ კლუნიმ თავისი ნამუშევარი ტელეპროდიუსერსა და სცენარისტ ნორმან ლირს აჩვენა. მან უთხრა კლუნის, რომ ეს ყველაზე ბოროტი ფილმია, რომელიც კი ოდესმე უნახავს. ეს ჯორჯ კლუნის პირველი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელშიც ის როგორც მსახიობი არ მონაწილეობს.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა კრიმინალური დრამა „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, ბიოგრაფიული დრამა „ცეცხლის ალში“ და ფრანგული კომედია „ცოლად მომიყვანე“.
ასევე თბილისის კინოტეატრებშია — ამერიკული ფილმი-ფენტეზი „თორი: რაგნაროკი“ (Thor: Ragnarok), ავსტრალიური ბიოგრაფიული ტრილერი. „ჯუნგლები“ (Jungle), ამერიკული საშინელებათა ფილმი „ხერხი 8" (Jigsaw), ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის დრამა „აღსარება", ფილმი-კატასტროფა „გეოშტორმი" და ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი".
მულტფილმები ბავშვებისთვის: კომედიური მულტფილმი „მონსტრების ოჯახი" (Happy Family).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!