ხარშილაძე: საქართველო ყველაზე ლამაზია, აქ ყველა კუთხეში აღმოაჩენ რაღაც განსაკუთრებულს

© FB/ Irma Kharshiladzeირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე საქართველოს კუთხეებზე და მათ სილამაზეზე საუბრობს
ხარშილაძე: საქართველო ყველაზე ლამაზია, აქ ყველა კუთხეში აღმოაჩენ რაღაც განსაკუთრებულს

„ეს არის საოცარი ქვეყანა. საზღვარგარეთაც ვყოფილვარ, მინახავს უცხო ქვეყნები და ყველგან ერთი და იგივე განცდა მეუფლება — აღვფრთოვანდები, გამაოცებს, მაგრამ მაინც შინ, ჩემ სამშობლოში უნდა დავბრუნდე. საქართველო ჩემთვის ყველაზე ლამაზია, რადგან ყველა კუთხეში აღმოაჩენ რაღაც განსაკუთრებულს. ორი კვირის წინ მეორედ ვიყავი სვანეთში და ორივე შემთხვევაში რაღაც საოცრება აღმოვაჩინე, ანუ ორივე ჯერზე განსხვავებული, ახალი სვანეთი დავინახე“, — ამბობს ხარშილაძე.

ირმა ხარშილაძე ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობს. ბევრი ისეთი ადგილი უნახავს, რის ნახვაზე ოდესღაც ვერც კი იოცნებებდა. მოგზაურობის წყურვილი იმდენად დაუშრეტელია, რომ უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი გახდა მისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0