ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

გამოწერა
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს–ში ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას მამაკაცი ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის,,ბ'' ქვეპუნქტით.)

ყველა ახალი ამბავი
0