თბილისის აეროპორტი გაიხსნა - ბომბი არ ყოფილა

© Sputnik / Alexander Imedashviliჩამოსვლის დარბაზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ჩამოსვლის დარბაზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 331-ე მუხლით „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება"

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა — შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2" (Rustavi2).

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია საღამოს გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინების შესვლისთანავე. ადგილზე მისული შსს-ს წარმომადცგნლებმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 331-ე მუხლით „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება", რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 7 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0