„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 13 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის და სამგორის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I, II, V მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის, მეტროსადგურ  „სამგორის" მიმდებარე ტერიტორიის, თრიალეთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ხომლელის, ხარაბაძის, ორბელების, ქობულაძის, ჯიქიას, ანდღულაძის, კაკაბეთის, მესხეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ტატიშვილის, ანთიმოზ ივერიელის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუსინიანის, ბოდბეს, იალბუზის და იორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, უჯარმის, დოლაბაურის, კაჭარავას და პატარძეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის, კიკეთის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0