სომალის მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას შეეცადნენ

© Sputnik/Denis Aslanov"სარფი"
სარფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეები სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „სარფის" სასაზღვრო–გამშვები პუნქტის დასაცავ მონაკვეთზე სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო–გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0