სამართალდამცველებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანა აღკვეთეს

© AP Photo / Eric Risbergდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით საკონტროლო–გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე" ერთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

სამართალდამცველებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 1,8 გრამი პრეგაბალინის შემცველი 6 კაფსულა „ლირიკა", 0,0398 გრამი მეტადონის მარილის შემცველი 1 აბი "მეტადონი" და 0,0737 გრამი მეტამფეტამინის მარილის შემცველი 0,2652 გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 1984 წელს დაბადებული ი.ს. დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით).

ყველა ახალი ამბავი
0