ორი მინისტრი თანამდებობას დღესვე დატოვებს

© Sputnik / Alexander Imedashviliტრიბუნა მთავრობის ადმინისტრაციაში
ტრიბუნა მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობებს დღესვე დატოვებენ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობას ორშაბათს ექვსიდან ორი მინისტრი დატოვებს. მათი გადადგომა საქართველოს პრემიერმა დააანონსა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა და მინისტრთა კაბინეტში საკადრო გადაადგილებებზე განაცხადა. ცვლილებების თანახმად, თანამდებობებს დატოვებს ექვსი მინისტრი, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები გადაყენებული არიან. ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თანამდებობები მათი უწყებების რეფორმირების შემდეგ უნდა დატოვონ.

„ამჟამად ყველა მინისტრი მოქმედი მინისტრია. უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს ბახტაძის, ჩხენკელის, ქუმსიშვილისა და გახარიას დანიშვნას. დანარჩენი ცვლილებები სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ამოქმედდება… თანამდებობებს დატოვებენ მღებრიშვილი და ჯეჯელავა", — განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
დიდი ცვლილებები მთავრობაში – რა ბედი ელით შერწყმულ სამინისტროებს

მამუკა ბახტაძე წარდგენილია ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილის ნაცვლად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩაიბარებს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება, ხოლო მიხეილ ჩხენკელი განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს მთავრობის ცვლილებების შესახებ განაცხადა და ეს ადმინისტრაციული რესურსების შემცირებისა და მთავრობის ეფექტურობის გაზრდის სურვილით ახსნა.

ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა მცირდება — 18-ის ნაცვლად იქნება 14 უწყება. უქმდება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამ სამინისტროების ფუნქციები სხვა სამინისტროებს გადაეცემათ. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრო ასევე დაკავდება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებით, განათლების სამინისტრო ახალგაზრდობის საქმეებსაც შეითავსებს, ხოლო სპორტი კულტურის სამინისტროს ჩაბარდება.

სოფლის მეურნეობის ფუნქციები ექნება გარემოს დაცვის სამინისტროს, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეებით საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავდება.

ყველა ახალი ამბავი
0