საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადის გუნდი "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიშით 54:22 დაამარცხა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ საუკეთესო კადრები მატჩიდან.
მასპინძლებმა უპირატესობა თამაშის დასაწყისიდანვე მოიპოვეს და ანგარიშში სხვაობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს — კანადელებს გამარჯვების შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ.

1/14
© photo: Sputnik / STRINGER
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში კანადის გუნდი დაამარცხა

2/14
© photo: Sputnik / STRINGER
თამაშის დაწყებიდანვე უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ

3/14
© photo: Sputnik / STRINGER
მატჩის დასრულებამდე ანგარიშში დიდი სხვაობა ნარჩუნდებოდა

4/14
© photo: Sputnik / STRINGER
ქართულმა ნაკრებმა ძალები არ დაიშურა და კანადელებს გამარჯვების შანსი არ დაუტოვა

5/14
© photo: Sputnik / STRINGER
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები კანადელ მორაგბეებთან პირად დაპირისპირებაში დაწინაურდა

6/14
© photo: Sputnik / STRINGER
პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეემა ორი წარმატებული ლელო დადეს, რომლის ავტორები სოსო მათიაშვილი და გიორგი ნემსაძე გახდნენ

7/14
© photo: Sputnik / STRINGER
კანადელებმა ერთი ზუსტი ლელოთი და ერთი საჯარიმოთი უპასუხეს

8/14
© photo: Sputnik / STRINGER
შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 23:8 საქართველოს სასარგებლოდ გავიდნენ

9/14
© photo: Sputnik / STRINGER
შესვენების შემდეგ მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა მოუმატეს ტემპს და კანადელებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს

10/14
© photo: Sputnik / STRINGER
ასეთმა აქტიურობამ ლევან ჩილაჩავას შესრულებით მორიგი ლელო და მათიაშვილის გარდასახვა გამოიწვია

11/14
© photo: Sputnik / STRINGER
კანადელმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს და ორი გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ ამით მათი ძალები ამოიწურა

12/14
© photo: Sputnik / STRINGER
მასპინძლის აქტივს კი კიდევ სამი ლელო შეემატა

13/14
© photo: Sputnik / STRINGER
სოსო მათიაშვილი მატჩის მოთამაშედ აღიარეს, საერთო ჯამში მან საკუთარ გუნდს 54-დან 34 ქულა მოუტანა

14/14
© photo: Sputnik / STRINGER
მომდევნო ტესტ-მატჩს ქართველი მორაგბეები 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში კარდიფში შედგება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება