თბილისის მერი კახა კალაძე ორშაბათიდან თბილისის მერის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გაატარა კახა კალაძემ პირველი სამუშაო დღე.
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოში", იტალიის "მილანსა" და "ჯენოაში", კახა კალაძე პოლიტიკურ კარიერას წარმატებულად განაგრძობს. 2012 წელს ის პარლამენტში აირჩიეს მაშინდელი ოპოზიციური და ახლანდელი მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნება". ბოლო წლებში კახა კალაძე იყო ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.