გარემოს დაცვას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიხედავს

© photo: Sputnikლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში გადაანაწილეს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში მოსალოდნელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრისას.

განახლებული უწყების ხელმძღვანელი გახდება სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი. ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა მცირდება — 18-ის ნაცვლად იქნება 14 უწყება. უქმდება ასევე ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
დიდი ცვლილებები მთავრობაში – რა ბედი ელით შერწყმულ სამინისტროებს

„ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში — ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ამჟამინდელი მინისტრი გიგლა აგულაშვილი თანამდებობის გარეშე დარჩა.

სტრუქტურული რეფორმების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში უნდა შეიტანოს შესწორებები კანონში "საქართველოს მთავრობის შესახებ". შესაბამის საკითხს მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტენ.

ყველა ახალი ამბავი
0