საქართველოს პრემიერმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა.

„მორიგი დემოკრატიული არჩევნები და ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენ მიერ აღებული კურსი და, უფრო მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს — ჩვენი მოსახლეობის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად აუცილებელია პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის შესახებ" კანონში სათანადო ცვლილებები შეიტანოს. შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0