იაპონიაში პენსიონერის მკვლელობაში ეჭვმიტანილია... კატა

გამოწერა
ადგილობრივი მედიის მონაცემებით, პოლიციამ იპოვა კატა, რომელსაც ბრჭყალებ ქვეშ სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი აღმოაჩნდა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. იაპონიის პოლიცია ეჭვობს, რომ ქუჩის კატა 82 წლის პენსიონერი ქალის მკვლელობაშია დამნაშავე, იუწყება РИА Новости გაზეთ Japan Today-ზე დაყრდნობით.

მედიის მონაცემებით, ქალის ცხედარი მისმა ქალიშვილმა აღმოაჩინა. ასაკიანი ქალის სახეზე იყო თითქმის 20 ჭრილობა.

„როდესაც ის ვნახეთ, მთელი სახე სისხლიანი იყო. არ ვიცით, რა მოხდა“, — აცხადებს დაღუპულის ქალიშვილი.

პოლიციამ სავარაუდო მკვლელობის გამოძიება დაიწყო.

სამართალდამცველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ ნახეს იმისა, რომ ქალზე თავდასხმის მომენტში სახლში ვინმე შევიდა ან გავიდა. 

შემდეგ მათ მიაქციეს ყურადრება იმას, რომ ჭრილობები კატის ბრჭყალების კვალს ჰგავდა. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, პოლიციამ იპოვა კატა, რომელსაც ბრჭყალებ ქვეშ სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი აღმოაჩნდა. სისხლის ნიმუში ექსპერტიზაზე გაგზავნეს, თუმცა შედეგი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0