სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაბა წყნეთში 57 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ში გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0